შალვა ნათელაშვილის შვილი მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარობისთვის იყრის კენჭს

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი პარტიამ მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატად წარადგინა.

„ეს ის ადგილია, სადაც 1 წლის წინ ხელისუფლების ზონდერები დაგვიპირისპირდნენ. სწორედ ამ ადგილიდან, მე მინდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. მინდა, ამ ახალგაზრდებთან ერთად შემოვიარო თითოეული ოჯახი და აქ მცხოვრებ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ მცხეთა-დუშეთი-მთიანეთი-ყაზბეგის სამაჟორიტარო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია შალვა კერესელიძე, ასევე ოპოზიციიდან – პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია.