შეხვედრა „ქართლის“ დევნილებთან – რა საკითხები განიხილეს

პუბლიკა

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებსა და „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ „ქართლში“ მცხოვრები თამარ საუთიევა სოციალურ ქსელში წერს, მათ სურდათ, გასცნობოდნენ დეტალურ სამოქმედო გეგმას, თუმცა, როგორც საუთიევა წერს, მათ კონკრეტული გეგმა არ აქვთ.

„აღინიშნა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა კომპანიასთან უკვე აშენებულ კორპუსებში ეტაპობრივად შესყიდვასთან დაკავშირებით და ამიტომ არ იციან როდის და რამდენი ბინის გადაცემას შეძლებენ.

საუბარია ისევ ან თავად მოვიძიოთ და დაგვიფინანსებენ 550$-ად მ², ან დაველოდოთ წლის ბოლომდე მშენებლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არ დაწყებულა და ხელშეკრულების გაფორმებაზე ვმუშაობთო,  თანხის მომატებაზე მივიღეთ უარი“

როგორც საუთიევა წერს, ამ ეტაპზე დანამდვილებით იციან, რომ:

„უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ვინმესთვის ბინის გადაცემა არ იგეგმა, შესაძლოა, თებერვლის ბოლოსო;

„ქართლიდან” ბოლო დევნილის გასვლა იგეგმება წლის ბოლომდე, გარანტად ასახელებენ ადმინისტრაციულ დაპირებას, აქვთ მზაობა მეტი კონკრეტიკის;

მ²-ზე მაქსიმალური თანხის ჩარიცხვაზე დავიწყებთ მუშაობასო ( ანუ, მე თუ 60 მ² მიხდიან 550$-ს, 50 მ²-ის შეძენისას, გადამიხდიან 60მ²-ის თანხას);

სამუშაო შეხვედრები იქნება 2 კვირაში ერთხელ, სადაც მოხდება ანგარიშგება მიმდინარე და დაგეგმილი პროცესების შესახებ.“

საუთიევა წერს, შემდეგი შეხვედრა იქნება 2 კვირაში.

LB loan image desktop LB loan image mobile