შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობაა - ნიკოლოზ სამხარაძე

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გადადებისა და გაუქმების მიზეზია ბატონი სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო, მან ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა გასულ კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი NATO-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა“, –  განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცოტა ხნის წინ, NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.