შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლაც არ უნდა მოგვიწიოს „ოცნებასთან", გამარჯვებულები გამოვალთ - მელია

პუბლიკა

… „სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, შემდეგი რა ტიპის ორთაბრძოლაც არ უნდა მოგვიწიოს „ქართულ ოცნებასთან”, ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ, იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვარ მოტივირებული, როგორც არასოდეს, მჯერა წარმატების”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, 2022 წლიდან პარტია ყოველდღიურად უნდა იყოს კამპანიურ რეჟიმში.

„პარტიამ საკუთარი აქტივობები ღონისძიებები, გეგმები უნდა დაგეგმოს ისე, როგორც ამას საარჩევნო კამპანიაში გეგმავს. ყოველდღიურად მიზანდასახულად უნდა ვმუშაობდეთ. და ასეთ რეჟიმში როდესაც ხარ – როდესაც არასაარჩევნო პერიოდში ისე რომ ხარ, როგორც გავარვარებულ საარჩევნო პერიოდში, გზად შეიძლება ვადამდელი არჩევნები გადაგეყაროს?  მზად უნდა ვიყოთ. ვადამდელისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და რიგითისთვისაც…

პირველად არის ნაციონალურ მოძრაობაში ის დრო, როდესაც არასაარჩევნო პერიოდში საპირისპირო ვაკეთებთ. ჯარი შუა ომში იწვრთნება თუ ომამდე? რა თქმა უნდა ომამდე…

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარტია მზად უნდა დახვდეს ყველა ტიპის ბრძოლას. იქნება ეს საარჩევნო, თუ მშვიდობიანი საპროტესტო ბრძოლა…

ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება – მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, ჩვენ მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ერთი მხრივ, ჩვენი ძვირფასი დროის, ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს, მაგრამ, პარალელურად, აღარ დავუშვათ ის შეცდომა, რომელსაც წლების განმავლობაში ვუშვებდით…”, – განაცხადა მელიამ.