„შემოგდებული საკითხია“ - პაპუაშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ ინიციატივა 20 ივნისის მოვლენების საპარლამენტო კომისიის შესახებ „შემოგდებული საკითხია“.

„ეს არის ახლა შემოგდებული საკითხი, რომ კიდევ გადაიტანონ თემა იქიდან რომ სინამდვილეში არ უნდათ შეასრულონ შარლ მიშელის შეთანხმება. ეს არის თემის გადატანა სხვა საკითხზე, თითქოს რაღაც ალტერნატივები აქვს ამ საკითხს. ყველაფერი არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში, იქ იყვნენ, კვირები გაგრძელდა ეს შეთანხმების საკითხი, წერა-კითხვა ყველამ იცის, ხელი ყველამ მოაწერა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


„გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რადგან ინფორმაცია არის დახურული, ქართული ოცნება ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ, სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება. ამას სჭირდება დადგენა“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული კომისიის შექმნაზე.