თუ მინიმუმამდე დავიყვანეთ ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, გარე სივრცეში პირბადე მოისხნას - ცერცვაძე

პუბლიკა

„პირბადე ყველა შტამს თანაბრად შველის. ჩვენთან ჯერჯერობით არსებული კანონმდებლობით, ღია სივრცეშიც და დახურულშიც [არის პირბადის ტარების მოთხოვნა]. შემდეგში ლაპარაკია, რომ თუ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა, შესაძლოა, ღია სივრცეში [რეგულაციები] შემსუბუქდეს, მაგრამ დახურულ სივრცეში ჯერ არცერთ ქვეყანას არ მოუხსნია“, – ამის შესახებ ისაუბრა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის მე-4 ტალღა იქნება თუ არა საქართველოში,  მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დააჩქარებს თუ არა ინდური შტამი მე-4 ტალღის დადგომას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ „თუ ის გავრცელდა, შესაძლოა, მან ხელი შეუწყოს [მე-4 ტალღას]“.