შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება მიუთითებს, რომ ეშინიათ წაგების – უგულავა

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. უგულავას თქმით, კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების.

„შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, „ევროპულმა საქართველომ“ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე.

ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით. ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა.

ყველა იდიოტური განცხადება, რასაც მოვისმენთ დღეს, ხვალ და ზეგ, იქნება დაკავშირებული ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ „ქართული ოცნება“ აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, იმისთვის, რომ შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე, “ – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს კარს მომდგარ არჩევნებს.

მისი თქმით, გასული კვირების განმავლობაში საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში.