შსს ცნობით, პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.

„დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში,
არასრულწლოვან გერს – 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს
სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile