შსს: დაკავებულია კაცი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე იძალადა

პუბლიკა

მარნეულში ძაღლზე ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავეს.  ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.

ცხოველზე ძალადობის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანდა, როგორ სცემდა კაცი ცხოველს ჯოხით.

არსებული ინფორმაციით, ძაღლი მოკვდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი  ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ გუშინ მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები, ცხოველთა უფლებადამცველებიც შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ.