"სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “სინოფარმით” ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

“ოდნავ შემიძლია გითხრათ, რომ არის დინამიკა ზრდის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური “სინოფარმით” აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით,” – აღნიშნა გამყრელიძემ.