„სინოფარმით" ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 6700 ადამიანია დარეგისტრირებული

პუბლიკა

28 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში „სინოფარმის” ვაქცინაზე 6700 ადამიანია დარეგისტრირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, თბილისში  4500 ადამიანი დარეგისტრირდა.

აცრისთვის ადგილების დაჯავშნა 15 მაისის ჩათვლით იყო შესაძლებელი. იმნაძე ამბობს, რომ რეგისტრაცია გაფართოვდება.

ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა.

28 აპრილის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 41 801 აცრა.

ბოლო 24 საათში აიცრა 1 706 ადამიანი.

სრულად ვაქცინირებულია (ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს) 4397 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.

ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა. „სინოფარმს“ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. მიიღებს თუ არა ვაქცინა ავტორიზაციას, 29 აპრილს გახდება ცნობილი. „სინოფარმით“ ვაქცინაცია ქვეყანაში 4 მაისიდან იგეგმება.