„სინოვაკის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 14 ივნისიდან განახლდება.

9 ივნისს დაიწყო „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 14-დან კი შესაძლებელი იქნება როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე რეგისტრაცია.

„სინოვაკის“ მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება.

1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.