„სოციალ-დემოკრატებმა“ გუნდისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დღეს გუნდისა (პროპორციული სიის ოცეულის) და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, დღეს მან საზოგადოებას პარტიული სიის მხოლოდ ნაწილი წარუდგინა. მისივე განმარტებით, აღნიშნული 20 წევრი იქნება მათი სიის წამყვან ადგილებზე. 

მარინა მუსხელიშვილი – თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ნათია ქევხიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

გიორგი კევლიშვილი – მხატვარი, პუბლიცისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

მაია ასაკაშვილი – ჟურნალისტი; ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებში; ქმედუნარიანობის სისტემის ფუძემდებელი საქართველოში;

გიორგი მაკასარაშვილი – ინჟინერ-მშენებელი, მეწარმე, საქმიანობს მშენებლობის სფეროში;

ეკატერინე ჭელიძე – სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი, სასწავლო გეგმების დანერგვის ექსპერტი;

ნოდარ ელიზბარაშვილი – თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი;

ლანდა ალვარიანი – ფილოლოგი, რუსული ენის პედაგოგი;

ავთანდილ სულაბერიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;

შოთა მაჭარაშვილი – ჟურნალისტი, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ვებჟრნალ agronews.ge-ს გამომცემელ-რედაქტორი;

მამედ იუსუბოვი – ფერმერი;

ბადრი ფირცხელიანი – საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, სამხედრო ძალების და საგადასახადო სამსახურის პოლკოვნიკი, გაგრის კომენდატი აფხაზეთის ომის დროს;

კახაბერ ჟღენტი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, იურისტი, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი;

ვანო ხვიბლიანი – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სასაზღვრო ძალების პოლკოვნიკიმ სახელმწიფოსაზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი

ელგუჯა ხარშილაძე –  ავტოინჟინერი, მეწარმე;

ეკა ლეკაშვილი – ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

დავით ლობჟანიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი;

მიხეილ ადეიშვილი – ეკონომიკის დოქტორი, მდგრადი განვითარების პრობლემატიკის სპეციალისტი;

იოსებ არჩვაძე – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი;

ზურაბ ვახანია – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფსიქოლოგიის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

პრეზენტაციისას ჟორჟოლიანმა, საზოგადოებას გააცნო ის პროგრამული პრიორიტეტები, რითაც „სოციალ-დემოკრატები“ მომავალ პარლამენტში იხელმძღვანელებს. 

„განვითარება ჩვენ გვესმის, როგორც საზოგადოების მდგომარეობა, სადაც უზრუნველყოფილია მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ყველა ადამიანის ცხოვრებისათვის. პანდემიამ შეგვახსენა, რაც თითქმის დავიწყებული გვქონდა: ადამიანისთვის უმთავრესია ჯანმრთელობა, ცხოვრებისა და შრომის ღირსეული პირობები და ცოდნა. ეკონომიკური განვითარების გარეშე ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ადამიანებისთვის შეუძლებელია.  შესაბამისად, ჩვენი განვითარების მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკა, ინდუსტრიული და აგრარული პოლიტიკა. 

კორონავირუსის ეპიდემიამ კარგად დაგვანახა ის შეუთავსებლობა, რომელიც არსებობს საზოგადოების ინტერესებსა და ცხოვრების დამკვიდრებულ წესს შორის. იმ შეზღუდვებმა, რომლებიც აუცილებელი გახდა ვირუსისგან ადამიანების დასაცავად, თითქმის ჩამოშლის პირას მიიყვანა არსებული ეკონომიკური სისტემა. მან დაგვანახა, რომ საჭიროა ცვლილებები: ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ინდივიდების კოლექტიური ინტერესების მიღწევა შესაძლებელი იქნება მათი ინდივიდუალური ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასთან ერთად.

ჩვენ არ გვინდა არჩევანი გავაკეთოთ ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის. ჩვენ ორივე გვინდა – ეკონომიკაც და ადამიანის სიცოცხლეც –  ანუ სისტემა, სადაც ადამიანი გახდება ეკონომიკის მამოძრავებელი და  წარმმართველი და არა პირიქით. ასეთი მიდგომა კი მმართველობის ფუნდამენტურ გადახედვას და განახლებას საჭიროებს”, – განაცხადა პრეზენტაციისას გია ჟორჟოლიანმა.

პარტიის პროგრამას გაეცანით ბმულზე;