სოფელ სვირთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტ სოფელ სვირთან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია მსუბუქ ავტომობილში მყოფი ხუთივე პირი.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება დაწყებულია სსსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.