სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნება - დგებუაძე

პუბლიკა

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ვისი მშობელიც სკოლას შესაბამისი თხოვნით მიმართავს, პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

„პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, – განაცხადა დგებუაძემ.

მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.