„სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს“ - მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები

პუბლიკა

„შემდეგი შენ ხარ“ – ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კინოს პროფესიონალების მიმართ მხარდასაჭერ წერილს ავრცელებენ. 

წერილს, რომელიც „პუბლიკას“ მოაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო რამდენიმე წელია ქართული კულტურის სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს:

გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.

გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.

გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.

გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.

გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები.

და სხვა მრავალი.

სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს.

ახლა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჯერია. კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს დამოუკიდებელი კინოცენტრის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ – გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ, “- ნათქვამია წერილში. 

წერილს ხელს აწერენ: 

ეკატერინე ტოგონიძე

ნინია ნადირაძე

ნესტან კვინიკაძე

რატი ამაღლობელი

რატი მუჯირი

ნინა სურამელაშვილი

თამთა მელაშვილი

მაია კუდავა

ზვიად კვარაცხელია

რუსუდან რუხაძე

ლანა კალანდია

თაკო ლონდარიძე

თამარ კვიჟინაძე

ნატო ალხაზიშვილი

ნატო გორდელაძე

შოთა იათაშვილი

დალილა გოგია

მიხეილ ციხელაშვილი

ანა კოპალიანი

ეკა ქევანიშვილი

ზაალ ანდრონიკაშვილი

ირაკლი კაკაბაძე

თეონა დოლენჯაშვილი

მანანა მათიაშვილი

მარი ბექაური

თეონა ჭანიშვილი

ლექსო ქურხული

ლელა კოდალაშვილი

მაია ცირამუა

ვასო გულეური

ლელა დუმბაძე

თორნიკე სიბაშვილი

ტორესა მოსი

ლაშა ბუღაძე

მაკო ჯანჯიბუხაშვილი

ნიკა ჩერქეზიშვილი

ია ჯინჭარაძე

გვანცა ჯობავა

ნათია გიორგაძე

ქეთი ქანთარია

ზურა პაპიაშვილი

ბესო სოლომანაშვილი

გია გოკიელი

გიო ლომიძე

ხათუნა თავდგირიძე

გიორგი შონია

კოკა ქამუშაძე

სოფიო შამანიდი

ბელა ჩეკურიშვილი

ლელა კურტანიძე

ნათია მიქელაძე

მარინა ცხადაია

მაია ალუდაური

გიორგი არაბული

მათე სარალიშვილი

ანი მილაშვილი

შორენა ლებანიძე

თამრი ფხაკაძე

დათო გორგილაძე

ნანა აბულაძე

თეკლა ქველაძე

მაშო სამადაშვილი

ბათუ დანელია

ნინო თარხან-მოურავი

მედეა იმერლიშვილი

ლუკა ბაქანიძე

მედეა მეტრეველი

ირინე ჭოღოშვილი


ხელმოწერები განახლდება


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.