სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა

პუბლიკა

1 იანრიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით,  რეგულაციის ქვეშ მოხვდებიან ისეთი სტადიონები, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. სტადიონების ადმინისტრაცია ვალდებულია სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განათავსოს. ასევე, შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.