stopcov.ge-ის მიხედვით, ინფიცირებულთა რიცხვი 155-მდე გაიზარდა

პუბლიკა

stopcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 155 პირია. ვებგვერდზე მონაცემების განახლებამდე დღეს დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 148 იყო. შესაბამისად, ვებგვერდის მიხედვით ქვეყანაში  7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 27-ია.