არჩევნები

ალექსანდრე ქეშელაშვილი

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. არჩევნების დღის ღამითვე, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. თუმცა, ამის მიუხედავად მას შემდეგ ბელარუსში აქციები არ შეწყვეტილა. პოზიციებს არ თმობს პრეზიდენტი ლუკაშენკო, დანებებას არ აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

გახსოვთ გასულ არჩევნებზე ადამიანები, რომლებიც სხვების პირადობის მოწმობებით ან პასპორტში მოთავსებული სხვისი პირადი ნომრებით აძლევდნენ ხმას? ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ამომრჩევლების მონაცემების ფოტო/ვიდეო გადაღებას და შესაბამისად, მათ შორის, ასეთი ფაქტების გასაჯაროებას კრძალავს.