ბავშვთა სიღარიბე
საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში. „პუბლიკის“ შეკითხვებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისტმა, თამარ გაბოძემ უპასუხა.
ბავშვთა კეთილდღეობას ჩვენ უნდა შევეხოთ ბავშვებით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ბავშვებით... აი, იმ სოციალური კონტექსტით, რომელშიც ისინი არიან – ოჯახებით, მშობლებით, სკოლითა და სხვა. აბსტრაქტულად ის, რომ მოდი, გავზარდოთ დახმარება და გახდეს 200 ლარი, (რომელიც არც ვიცით, როგორ მიდის ბავშვამდე) გამოსავალი არაა.
- 1
- 2