ესპანეთში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება. სულ უფრო იმატებს სიკვდილიანობაც. დღეს ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ჩინეთსაც გადაასწრო და ახლა მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. ინფიცირებულთა რაოდენობით კი მეოთხეა მსოფლიოში – ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ. 47 000-ზე მეტი შემთხვევა და 3434 გარდაცვლილი, 25 მარტის მონაცემებით – ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს. როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი ესპანეთში და რატომ უჭირს ქვეყანას მასთან ბრძოლა?