კორონავირუსი

ზურა ვარდიაშვილი

ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც სათქმელს არ სჭირდება განსაკუთრებული შესავალი, სიუჟეტის განვითარება, კვანძის შეკვრა, გახსნა, ფინალი... ზედმეტია მიკიბვ-მოკიბვა, შელამაზება, ბრძნულ გამონათქვამთა ციტირება, მოხდენილი იდიომებით ჟონგლიორობა.

იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.