შრომის რეფორმა
შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.
გასაუბრებიდან მისტუმრებდნენ დამსაქმებლების მიერ კარგად აპრობირებული და დაზეპირებული ფრაზით: „კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ ჩვენ გარემო არ გვაქვს „თქვენისთანა“ ადამიანებისთვის ადაპტირებული და შესაბამისად, თქვენი დასაქმება შეუძლებელია“
ასეთი კომპანიები არსად ჩქარობენ მშრომელებთან შრომითი ურთიერთობის აღიარებას. პრობლემაც მაშინ იჩენს თავს, როცა მშრომელს, ბუნებრივად, შრომითი გარანტიით სარგებლობის საჭიროება ექმნება
დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოთხოვნილია ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო მექანიზმებით, ამასთან მომგებიანია ბიზნესისთვის და არც ისე რთულია მისაღწევად ოპერაციულ დონეზე
კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება - სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.
ახალი შრომის კოდექსი იცნობს დედობის შვებულებას, რომელიც ქალის ექსკლუზიური უფლებაა. კოდექსი ასევე განსაზღვრავს შედარებით დიდ საშვებულებო პერიოდს მშობლისთვის, რომელიც როგორც ქალს, ისე კაცს მიემართება
სატარიფო პალატის საქმიანობის შედეგად 1919-1920 წლებში არაერთი შრომითი დავა გადაიჭრა გაფიცვის უფლების გამოყენების გარეშე, მხარეები მორიგდნენ ხელფასის ზრდის კონკრეტულ მარჟებზე
შრომის ინსპექციას დაშვება ექნება ნებისმიერ საწარმოში ( საჯარო იქნება ეს თუ კერძო), სამუშაო სივრცეში – ყველგან, სადაც შრომითი ურთიერთობებია, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. კერძო სივრცეში (მაგალითად, სახლი, რომელიც არ არის ტიპური სამუშაო ადგილი) შესვლის უფლებაც ექნებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.