ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება

პუბლიკა

ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ ავრცელებს. როგორც კალანდაძემ „გურია ნიუსს“ განუმარტა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი რამდეხნიანი იქნება მისი პოსტსზე დარჩენა.

„ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება და ყველა იმ სკოლას ეხება სადაც დირექტორის არჩევნების შედეგად არ მოხდა დირექტორების არჩევა. სხვა ინფორმაციას დეტალურად მე არ ვფლობ,“ – განუმარტა ტარიელ კალანდაძემ „გურია ნიუსს“.

სკოლის ყოფილი დირექტორი ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში დირექტორთა არჩევნებში კანდიდატად განათლების სამინისტრომ არ წარადგინა. რასაც სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.

მოგვინაებით კი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი. ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან 12-მა წევრმა ხმა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატის – ხათუნა ლომთათიძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა.

მოქმედი რეგულაციით, მინისტრს აქვს უფლება დისკრეციის წესით დანიშნოს სკოლის დირექტორი. დისკრეცია გულისხმობს, რომ იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოები დირექტორებს ვერ ან არ აირჩევენ, მინისტრი უფლებამოსილია, აღნიშნულ სკოლაში დირექტორი თავად დანიშნოს.