თბილისი-მოსკოვის ერთჯერადი პირდაპირი რეისი გაუქმდა

პუბლიკა

Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვის ერთჯერადი პირდაპირი რეისი გაუქმდა – ინფორმაციას ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „მთავარ არხთან“ ადასტურებს.

„აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო „ჩერეშჩურ“… ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა. არ მოვიდა რეისის შესრულებაზე [რუსეთიდან] ნებართვა“, – განაცხადა გაიაშვილმა „მთავართან“.

თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისი 28 იანვარს, დილის 10 საათზე უნდა შესრულებულიყო. ბილეთის ფასი კი 800 ლარის ფარგლებში იყო.


რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო გამოსვლები. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.

LB loan image desktop LB loan image mobile