Tbilisi Open Air ლაივ ივენთების სერიას იწყებს

პუბლიკა

Tbilisi Open Air ლაივ ივენთების სერიას იწყებს, Home Alone სოციალურად დისტანცირებულ მელომანებს დაეხმარება, დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

26 მარტს 19:30 საათზე პირველი ბენდის, Bedford Falls-ის ონლაინ ლაივ ჩართვა ფესტივალის ოფიციალურ FB გვერდზე დაიწყება, ლაივი 1 საათს გაგრძელდება.

ონლაინლაივების სერიის შემდეგი მონაწილეების შესახებ, ასევე, ფესტივალის ფეიჯიდან შეიტყობთ.

Tbilisi Open Air 2020 26-28 ივნისს Lisi Wonderland-ში ჩატარდება.

ჰედლაინერები არიან APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, KONSTANTIN, ROBAG WRUHME, PETRE INSPIRESCU, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS.