თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა

პუბლიკა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატრესობას მოსკოველები ფლობდნენ. მომენტების შექმნა თბილისელებმაც მოახერხეს, თუმცა, შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.

ქართული კლუბიდან 54-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძის გოლით გაიხსნა. 76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა მეორე ბურთი გაიტანა.

დასასრულს, მოსკოველებმა პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1. ამ გამარჯვებით ლოკომოტივი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა.