თბილისის მერიამ 100 000 ლარამდე ღირებულების ფეიერვერკები იყიდა

პუბლიკა

თბილისის მერიამ 94 441 ლარის ღირებულების ფეიერვერკები შეიძინა.

შესაბამის ხელშეკრულებას შპს „ქლორფულ სფირითსთან“ ხელი 25 მარტს მოეწერა.

ხელშეკრულების თანახმად, მომწოდებელს შეკვეთის შესრულება, ანუ მერიის მიერ მითითებულ ადგილზე ფეიერვერკებისა და სპეცეფექტების გაშვება 2020 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ევალება.

ხელშეკრულებაში იმგვარი პირობებიცაა განსაზღვრული, რომ, მაგალითად, მერიის დავალების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია, ფეიერვერკი მოაწყოს ერთდროულად არაუმეტეს სამი ადგილისა, ხოლო ე.წ. „კონფეტის გაშვება“ უნდა მოხდეს არა უმეტეს 6 „კონფეტის აპარატით“.

ასევე, შემსრულებელი ვალდებულია, წარმოადგინოს დატენილი ლულები და ფეიერვერკის მიმდინარეობისას არ გადატენოს.

LB loan image desktop LB loan image mobile