თბილისის ზღვაში მეორე გაუჩინარებული არასრულწლოვანიც გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა მეორე არასრულწლოვნის ცხედარიც იპოვეს. „პუბლიკას” ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. პირველი გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა ზღვაში დაახლოებით ერთი საათის წინ აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ხუთი მყვინთავია იყო ჩართული და მიმდინარეობდა სანაპიროს მონიტორინგი.