„თბილისო, ისმინე დევნილების ხმა“ - ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გაიმართა

პუბლიკა

„თბილისო, ისმინე დევნილების ხმა“, „დევნილები არ ვართ მხოლოდ საარჩევნო ხმა“, „ყველა დევნილი დაკმაყოფილდეს ბინებით“ – ამ მოწოდებებით დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

აქციაზე მისული დევნილები აცხადებენ, რომ მათ წლების განმავლობაში უწევთ ავარიულ შენობებში ან ქირით ცხოვრება და მოითხოვენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

აქცია ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება.