თბილისში 14 აპრილის ჩათვლით „ფაიზერის" ჯავშანი სრულად შევსებულია

პუბლიკა

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 3 რეგიონში იქნება შესაძლებელი – თბილისში (4 კლინიკა), ბათუმსა (1 კლინიკა) და ქუთაისში (1 კლინიკა).

რეგისტრაციის შესაბამისი ვებგვერდის – booking.moh.gov.ge-ის მონაცემებით, ადგილები სრულად შევსებულია თბილისის 4-ივე კლინიკაში. ამ ეტაპზე ბაზაში ადგილები 14 აპრილის ჩათვლით არის მოცემული.

რაც შეეხება ბათუმსა და ქუთაისს, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის ჯავშნის გრაფა ამ დროისთვის [05:40] კვლავ ხელმისაწვდომია.

  • თბილისი-3
  • იმერეთი-ქუთაისი
  • აჭარა-ბათუმი-002
  • 01 /

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გეგმავს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა შემოიტანეს, რომლითაც დაახლოებით 14 000 ადამიანი აიცრება. „ფაიზერით” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.