თბილისში ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

პუბლიკა

ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი თბილისში, აეროპორტის გზაზე ავარიაში მოყვა.

ავარიის შედეგად ერთი ფეხბურთელი, თოდორ ნედელევი დაშავდა. ბულგარული პრესის ცნობით მას მინის ნატეხი მოხვდა თავში, მას ოპერაცია ინგოროყვას კლინკაში  უკვე ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის როგორც ცნობილია, მატჩის გადადება არ იგეგმება. იგი 12 ივნისს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

LB loan image desktop LB loan image mobile