თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ასაცრელი სივრცეები შეიქმნება.

„საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო თითო. კარვებზე არ არის საუბარი, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენაბასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.