თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახს ასახლებენ

პუბლიკა

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე გუჯა ბალახაძის ოჯახს ასახლებენ. ადგილზე აღსრულების პოლიციაა მისული.

სახლის ეზოში შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ტერიტორია დატოვონ.

გუჯა ბალახაძე ამბობს, რომ 17-ათასლარიანი სესხი ოჯახმა რამდენიმე წლის წინ, სამედიცინო საჭიროების დასაკმაყოფილებლად აიღო. თუმცა, გადახდა ვერ შეძლო.

ბალახაძეები ახლა მზად არიან, სესხის თანხა გადაიხადონ. თუმცა, მათი განცხადებით, „რიკო კრედიტი” ამაზე არ თანხმდება და 74-კვადრატულმეტრიანი ბინის მითვისება უნდა.

განახლება: ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება ოჯახის წევრის ავადმყოფობის საფუძვლით დროებით გადაიდო.