თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას, სადაც ის გასული წლების საქმიანობას აჯამებს.