თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

პუბლიკა

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა.

ინფორმაციას fortuna.ge-ს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი უდასტურებს.

თეატრალური ფესტივალის სპექტაკლებს შორის უკვე ასახულია მისი მონაწილეობით სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელიც 7 და 8 ოქტომბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 95 ლარიდან იწყება.

ჯონ მალკოვიჩი საქართველოში პირველად 2011 წელს იყო ჩამოსული.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ის პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასებს უმასპინძლებს.