ტექნიკურ უნივერსიტეტში ხვალიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალ, 13 აგვისტოს, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით. სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.

ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00 საათამდე, შესვენების გარეშე.