თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

პუბლიკა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე. ახლა სხვა კლინიკაში გადაყვანის ორგანიზება მიმდინარეობს. ექიმი არ არის, თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია. გუშინ, შუადღით გადმოიყვანეს. ახლა დაახლოებით 30 პაციენტს სინჯს აუღებენ“, – განაცხადა ბეროზაშვილმა.