Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არავინ გარდაცვლილა, გამოჯანმრთელდა 721 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 1.43%.
„ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 16 765 პირი ემსხვერპლა“, – წერია stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც, 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.