ტოცილიზუმაბი არაა ის სამკურნალო საშუალება, რომელიც 100%-ით გადაარჩენს ინფცირებულს, სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატის, ტოცილიზუმაბის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ პრეპარატი არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100% გადაარჩენს კოვიდ 19-ით დაავადებულს, „ის გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში ამ დაავადებაში და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ“.

„ატეხილი აჟიოტაჟი წამალ ტოცილიზუმაბის შესახებ, რომელიც მიჩნეული არის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორც ერთ-ერთი რანგიანი პრეპარატი,  როგორც სიცოცხლის გადამრჩენელი კოვიდ 19-ის, ეს ასე ნამდვილად არ არის, რადგან ეს არ არის დადასტურებული პათეგენოზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდ დაავადებას 100%-ში გამოაჯანმრთელებს.

მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა ვიყავით და ვართ დღემდე, ვიღებთ 0-დან ყველა ასაკობრივ ჯგუფებს, ასევე ორსულებს, გატარებული გვაქვს დაახლოებით 10 000-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, მათ შორის დაახლოებით 1200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში, როცა დაიწყო ტოცილიზუმაბიზე ლაპარაკი, სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ და აქედან რამდენიმე შემთხვევაში გამოიღო მან დადებითი ეფექტი.

იმის თქმა მინდა, რომ ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საშუალებას, რომელიც 100% გადაარჩენს კოვიდ 19 დაავადებულს, ეს გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში ამ დაავადებაში და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ“, – განმარტავს რატიანი.

LB loan image desktop LB loan image mobile