თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით – დოლიძე ცესკოს მიმართავს

პუბლიკა

„კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება, რასაც გამოეხმაურნენ მედიასაშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით“, – წერს ანა დოლიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) განახლებული მონაცემით, დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურში ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა და არა ანა დოლიძე.

განახლებული მონაცემით, ზურა ჯაფარიძეს მიღებული აქვს 14 529 ხმა (21.09 %) აქვს, ანა დოლიძეს – 14 438 (20.29%) ხმა, ხოლო გიორგი ვოლსკს – 29 414 (42.69 %).

ცესკოს მონაცემების ბოლო განახლებამდე, თბილისის მე-6 საარჩევნო ოლქში მეორე ტურში დოლიძე გადიოდა. მას ჯაფარიძეზე 9 ხმით მეტი ჰქონდა.