თქვენი დდშ ყველასი, ვინც ვანო მერაბიშვილს ცილს სწამებდით - დავით კირკიტაძე

პუბლიკა

„დიდი ბოდიში, მაგრამ, თქვენი დდშ ყველასი ვინც პირდაპირ/ ირიბათ გენერალ ლორთქიფანიძეს და მერე ვანო მერაბიშვილს ცილს წამებდით. თქვე ქოცებზე უარესებო!

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!”

ამ შინაარსის პოსტს ფეისბუქზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ავრცელებს, ინფორმაციასთან ერთად, სადაც ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უარყოფს, თითქოს სააკაშვილი „შპიგელთან” მიცემულ ინტერვიუში ვინმე ქართველს გულისხმობდა.

მანამდე გავრცელდა ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლოა ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც მის ჩამოსვლაში მონაწილეობდნენ რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

დღეიდან, 28 იანვრიდან, 30 იანვრამდე „ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნები მიმდინარეობს.