თუ გაქვთ პრეტენზია მრიცხველის ჩვენებასთან დაკავშირებით, მოგვმართეთ - „თელასი“

პუბლიკა

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მოქალაქეებმა, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ კომპანიას. მათი განცხადება კი უმოკლეს ვადებში იქნება განხილული.

„იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყოვნებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება“, – ამბობენ კომპანიაში.

კომპანიის ცნობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიაწოდონ ინფორმაცია კომპანიას:  „თელასის“ ვებგვერდის, ონლაინჩატის (www.telasi.ge) და facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ასევე, ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99).