თუ „კომენდანტი“ შემსუბუქდება, პირველ რიგში ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის – გამყრელიძე

პუბლიკა

„დღეს ვიმსჯელეთ მაგაზე, რომ, ვთქვათ, ორჯერადად აცრილებს, 70 ათასია ასეთი, სავალდებულო ტესტირება აღარ ჰქონდეთ. ასევე, კომენდანტის საათთან დაკავშირებით თუ გადაიდგა შემსუბუქების ნაბიჯი, იქნება პირველ რიგში ალბათ ორჯერადად აცრილებისთვის“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მას ასევე ჰკითხეს ბიზნესის მხრიდან ფასდაკლებების შეთავაზებაზე. შეკითხვაზე, რა სახის შეღავათები იგულისხმება ამაში, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ინიციატივები ბიზნეს-სექტორისგან უნდა წამოვიდეს.

NCDC-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ იქნება შეხვედრები ბიზნესსექტორთან და მისი თქმით, შესაძლოა, ეს იყოს საჯარო-კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითი.