ტურიზმი, მძღოლები და კონტროლიორები | საბჭომ ვაქცინაციის ახალი პრიორიტეტული ჯგუფი განსაზღვრა

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები. მიმდინარე კვირას მასობრივად აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებულები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

საბჭოს ინფორმაციით, მუშაობა მიდის მწვანე პასპორტის შექმნაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის (ორივე დოზის გაკეთება) გავლის შემდგომ გაიცემა და ამ საკითხს უწყებათაშორისი საბჭო ახლო მომავალში განიხილავს.

განიხილება ასევე გარკვეული შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.