უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ქსკ „ლანჩხუთის“ მომდევნო მეტოქე უკვე ცნობილია

პუბლიკა

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მორიგი მეტოქე ცნობილია. წილისყრა უეფას შტაბბინაში დღეს გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლანჩხუთი“ ორმატჩიან დუელში შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება.

პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს საქართველოში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელ სტადიონზე უმასპინძლებს „ლანჩხუთი“ შვედებს. სტუმრად გასამართი მატჩის თარიღი კი 15 ან 16 დეკემბერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე არ არის ჯგუფური ეტაპი, ამიტომ ქსკ „ლანჩხუთმა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რუმინული „კლუჟის“ დამარცხების შემდეგ პირდაპირ 1/16 ფინალში გადმოინაცვლა.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალში თამაშობს.

უეფას წილისყრის შედეგები იხილეთ ბმულზე.