უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავას შეთავაზების შესახებ.

გუშინ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს სთავაზობს ნიძლავს, თუ 11 დეკემბერს პარლამენტში მარტო იქნება თავი გადაიპარსოს, თუ ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც კი შევა, მაშინ ის თავად გადაიპარსავს თავს.

„გიგი უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს, თბილისის მოსახლეობას დაუბრუნოს“, – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას.