თავდამსხმელი მაღალჩინოსნებისგან მოითხოვს აღიარებას, რომ ტერორისტები არიან | უკრაინა

შეიარარებული მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში, ლუცკის ცენტრში ავტობუსის მგზავრები აიყვანა მძელვად, რუსეთში დაბადებული 44 წლის მაქსიმ კრივოშია.

თავად კრიშოვის განცხადებით, მას თან ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს, ავტობუსში კი 20-მდე მგზავრი იმყოფება.

თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მოთხოვნა, რომ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებმა საჯაროდ განაცხადონ, რომ ტერორისტები არიან. იგი ასევე იმუქრება, რომ ასაფეთქებელ ნივთიერებას ხალხმრავალ ადგილას გამოიყენებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრივოში ორჯერ არის გასამართლებული და პატიმრობაში 10 წელი აქვს გატარებული.

„ჩვენ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. მე ვიცნობ ყველა დეტალს. მუდმივ კონტაქტზე ვარ ლუცკში მყოფ სპეციალისტებთან. პროფესიონალები მუშაობენ და აკეთებენ ყველაფერს მძევლების გასათავისუფლებლად”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.