უკრაინელებმა ყირიმის ხიდის წყალქვეშა ნაწილი ააფეთქეს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ხიდის საყრდენი კონსტრუქციები დანაღმეს, რაც დღეს დილით გააქტიურდა. მათი განცხადებით, შედეგად არ დაშავებულან მშვიდობიანი მოქალაქეები.
უწყება წერს, რომ ამ შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული წყალქვეშა საყრდენები და ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. მათი თქმით, ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი.