უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებას და სიღარიბეს ასახელებენ – IRI

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ქვეყანაში დღეს არსებულ უმთავრეს პრობლემად უმუშევრობას, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებენ.

გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. გამოკითხული მოსახლეობის კი 45% ფიქრობს, რომ უმთავრესი პრობლემა გაძვირებული ცხოვრება და მაღალი ფასებია. 21%-ის აზრით, სიღარიბეა უმთავრესი პრობლემა, ხოლო 6%-ის აზრით – დაკარგული ტერიტორიები.

IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით, რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%; საველე სამუშაოები აწარმოა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.